საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე რჩევაა, საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარედგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს 22 ნოემბერს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკან გაიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება.