ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილ ინიციატივებზე საკუთარი შეშფოთება გააცნო.
ინფორმაციას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. ცნობის მიხედვით, კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ერინ ბარკლიმ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განიხილეს თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტებზე, მათ შორის რუსეთის აგრესია. შეხვედრა ჟენევაში გაიმართა. ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის კანონპროექტზე, რომლის სამიზნეც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაა, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკური გაერთიანება ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ პროექტებზე ჟურნალისტებმა დღეს შეფასება კიდევ ერთხელ სთხოვეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს.