ეს კანონი მიზნად ისახავს შეუშალოს ხელი იმ ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან სხვა ქართველებს. ამის შესახებ ხალხის ძალის მიერ შემუშავებულ ინიციატივაზე საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა. კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის არსებული ნორმების პირობებში მისი მიღება საქართველოს არ სჭირდება. დიპლომატის თქმით, ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომელიც სახელმწიფოს აქვს და ამის გამო ისმის შეშფოთებები ისეთი პარტნიორებისგან, როგორებიც არიან გაერო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები.