23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს სასამართლომ ირაკლი კაკაბაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელა, დაიკითხნენ სამართალდამცველები. პროცესი 9 თებერვალს გაგრძელდება. დღესვე სასამართლოში კიდევ რამდენიმე პირის მიმართ გაიმართება პროცესი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. მათ პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესისას სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული, ორი კი სისხლის სამართლის წესით.