კავკასიის რეგიონის საკითხი პრაღის სამიტზე

პრაღის სამიტმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ნორმალიზების კონტურები გამოკვეთა.

ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს შუამავლების მონაწილეობით გამართული შეხვედრების შემდეგ გაკეთებული განცხადებები ქმნის.

ილჰამ ალიევი სამშვიდობო შეთანხმების წლის ბოლომდე გაფორმების მომხრეა, სომხეთში კი მალე ევროკავშირიდან სამოქალაქო მისია ჩავა, რაც სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ორი თვით გაგზავნილი მისია საზღვრის დელიმიტიზაციის პროცესში სომხურ მხარეს უნდა დაეხმაროს და მან ორ ქვეყნას შორის ნდობის აღდგენას უნდა შეუწყოს ხელის. პრაღიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა – საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა მშვიდობის და სტაბილურობისთვის. თავის მხრივ ძალაში რჩება ქართული მხარის ინიციატივა, რომელიც სომხეთის და აზერბაიჯანის პირველ პირებს შორის დიალოგის ადგილად თბილისის შეთავაზებას გულისხმობს.