საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოს აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიის წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, დიპლომატებმა ქართული ეკლესიისადმი დამოკიდებულება გამოხატეს, ასევე ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ დადებითი რეკომენდაცია მიულოცეს და ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირეს. ელჩებმა პატრიარქს საიუბილეო თარიღები – დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წელი მიულოცეს.