კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრი საქართველოშია
საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, საქართველოში კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრი იმყოფება.
დელეგაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოდან პროდუქციის ექსპორტისა და საექსპორტო პროდუქციის ტრანსპორტირების გამარტივების საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში, კატარის დელეგაციის წევრებმა საქართველოში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზეც უმასპინძლა.