ისტორიული სახლი, რომლითაც ცნობილი ესპანელი არქიტექტორის ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობა იღებს სათავეს. ანტონიო გაუდის პირველი ნამუშევარი და 2017 წლიდან დამთვალიერებლისთვის გადაღებული კასა ვისენსი „მოამბის“ გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოექცა. ბარსელონის გარეუბანში მდებარე ქვისა და კერამიკული ფილებისგან აგებული შენობა ინდივიდუალიზმით და გამორჩეული სტილით ცნობილი გაუდის ერთ-ერთი არქიტექტურული შედევრია, რომელიც ტურისტებში სულ უფრო პოპულარული ხდება. ქალაქისგან მოშორებით მდგარ სახლს დაპროექტების საინტერესო ისტორია აქვს და მისი ყოფილი ბინადრების ასევე საინტერესო ისტორიებს ინახავს.
მე-19 საუკუნის ბოლოს ქალაქის ცნობილმა ბროკერმა საზაფხულო სახლის დაპროექტება ახალგაზრდა არქიტექტორს მიანდო. ამ პერიოდში გაუდი უხვად იყენებდა მიტრის თაღებს, აგურის გამოკვეთილ კედლებსა თუ გუმბათის ფორმის ბოლოებს. ვისენსის სახლი ჯერ კიდევ 1969 წლიდან გამოცხადდა ისტორიულ-მხატვრულ ძეგლად, ხოლო 2005 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.