გეგმაა, რომ ორშაბათს ზუსტი გეგმა იქნება წარმოდგენილი – გუშინდელი განცხადების გამო ოპოზიციას საკუთარი ელექტორატი აკრიტიკებს.
არჩევნებიდან მეექვსე დღეს ოპოზიციურ სუბიექტებს სამოქმედო სტრატეგია უნდა წარმოედგინათ, თუმცა პრეს-კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის ამომრჩეველს ორშაბათამდე მოუწევს მოცდა. სწორედ ამ დროისთვის დაანონსდა მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტთან, სადაც ხელისუფლების ოპონენტები მხარდამჭერებს მომავალი გეგმის წარდგენასაც ჰპირდებიან. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე ბარიერგადალახული მხოლოდ სამი ოპოზიციური ალიანსის ლიდერები იყვნენ. მათთან ერთად არც ამჯერად იმყოფებოდა გიორგი გახარიას გუნდი.
შედეგზე ორიენტირებული პროტესტი მათ შორის კარვებითაც, გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვება და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება – ასეთია ზოგადი გეგმა, რასაც უკვე მოჰყვა კრიტიკა და სკეპტიციზმი. ოპოზიციას საყვედურობენ, რომ საკუთარ ელექტორატზე მეტად არჩევნების საერთაშორისო დონეზე არ აღიარების მისაღწევად მუშაობს, რასაც არასწორ სტრატეგიად მიიჩნევენ. ფაქტია ისიც, რომ პროტესტის ფორმაზე ერთიანი პოზიცია არც ოპოზიციურ ფლანგზე არსებობს.