ეროვნული არქივის კინოთეატრში, გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმის – „კართაგენი უნდა დაინგრეს!“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმართება, რომელიც 26 მაისს სრულდება.
ნამუშევარი, რომელიც მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს, გოგა ხაინდრავამ 2013 წელს გადაიღო.
ჩვენებას კოსტავას ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.