ეროვნული გალერეა მოქანდაკე კარლო გრიგოლიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „აკრძალული ხელოვნება“, ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი, როგორც ქანდაკებები, ასევე გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენა ფონდ „ათინათის“ წარდგენითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
ექსპოზიცია 20 მარტამდე გაგრძელდება.