კარლეს პუიჩდემონი დაკავებულია - კატალონიის ყოფილ ლიდერს, 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება
კატალონიის ყოფილი ლიდერი დაკავებულია. კარლეს პუიჩდემონი გერმანელმა სამართალდამცველებმა დანიის საზღვარზე აიყვანეს. პუიჩდემონს, ოფიციალური მადრიდი, კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმის ჩატარებას და კანონიერი ხელისუფლების დაუმორჩილებლობას ედავება. ექსლიდერს, 30 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.