კარლ ლაგერფილდი გრდაიცვალა

85 წლის ასაკში პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ცნობილი დიზაინერი და „შანელის“ მოდის სახლის დირექტორი, კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფომრაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის თავს ცუდად გრძნობდა , რის გამოც საკუთარი მოდის ჩვენებებსაც ვერ დაესწრო.

მოდის ლეგენდარულმა გერმანელმა დიზაინერმა კარიერა 1955 წელს, პიერ ბალმენის ასისტენტობით დაიწყო. 1983 წლიდან გავლენიან მოდის სახლ „შანელს“ შეუერთდა, სადაც კრეატიულ დირექტორად მუშაობა. „შანელში“ მან 35 წელი გაატარა.

ცნობილია, რომ ლაგერფილდი წელწადში 8 კოლექციის გამოშვებას ახერხებდა. ის ფოტოგრაფიითაც იყო დაინტერესებული და რამდენიმე გამოფენაც მოაწყო.