გრიგოლ ვაშაძის პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გამოეხმაურა.
„მე პირადად მაწუხებს, რომ ვხედავ თავდასხმას პროცესის მიმართ, რომლის მიზანიც განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთიანობის პოვნაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დავიწყებ თავდასხმებზე, ჩემზე და სხვა ფასილიტატორებზე. პირადად მე არ ვარ შეშფოთებული, მაგრამ მაწუხებს, რომ ვხედავ თავდასხმას პროცესის მიმართ, რომელიც მიმდინარეობს. ამ პროცესის მიზანი განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთიანობის პოვნაა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ძალისხმევა მიმართულია საქართველოს გაძლიერებისკენ. ეს ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.