კარლ ჰარცელის განცხადება

ირაკლი კვარაცხელიას ოჯახსა და ახლობელებს სამძიმარს უცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებებზე, ყველა მტკიცებულება გადასცეს.

„ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად,“ – აცხადებს დიპლომატი.