რამდენიმე ყოფილმა ელჩმა ევროკომისიის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. ტექსტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს, უზრუნველეყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის ნაცვლად, ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა“. – წერია განცხადებაში.