საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრები ვენეციაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება.
წლის მთავარ შეჯიბრებაზე, ქართული გუნდი 20 სპორტსმენის შემადგენლობით იასპარეზებს. ჩვენმა ნაკრებმა დასკვნითი შეკრება მთავარ მწვრთნელთან, გოგიტა არქანიასთან ერთად, „საბადური ჰილსში“ გაიარა, იტალიაში კი ქართველები დღეს გაფრინდებიან. ნაკრების მხარდამჭერი კულტურისა და სპორტის სამინისტროა.