კარასინის განცხადებებს შემაშფოთებელს უწოდებენ საქართველოს საგარეო უწყებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებებს,  შემაშფოთებელს უწოდებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  დავით დონდუას თქმით, კარასინის შეფასებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის პოლიტიკას,  უგულებელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და თავი აარიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციას, უკანონო მილიტარიზაციას, რითაც ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას რეგიონში და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს.