კარანტინის წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

კორონავირუსთან ერთად, არანაკლები გამოწვევაა იზოლაციის წესების დარღვევა, რისი შემთხვევებიც, სამწუხაროდ, ყოველდღე ფიქსირდება. თუ ბოლო დღეების სტატისტიკას შევაჯამებთ, თვითიზოლაციის წესების დარღვევისა და გარეთ გასვლის გამო, იძულებით კარანტინში უკვე 71 ადამიანი გადაიყვანეს. პროცესებში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.

სწორედ იმიტომ, რომ ახლა გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და ინფექციის შიდა გადადების შემთხვევებია მოსალოდნელი, იზოლაციაში მყოფთა კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება და ის საკანონმდებლო დონეზე მოხდება. მზად არის საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იზოლაციის წესების დამრღვევს, ფინანსური სანქციები დაეკისრება.

გარდა სანქციებისა, ითვალისწინებს თუ არა კანონპროექტი ადმინისტრაციულ პატიმრობასაც? – თეონა მანაგაძე დეტალებით.