კარანტინი მარნეულში

მარნეულში არსებული კლინიკიდან გაგზავნილი 2 ანალიზიდან, ორივე პასუხი უარყოფითია.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა და სიტუაციას სამართალდამცავები აკონტროლებენ. ჩაკეტილია შესასვლელები და დახურულია სავაჭრო ობიექტები.

„კოვიდ 19“-ის გავრცელების შესაჩერებლად მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება პრემიერმა ღამით მიიღო. მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები. პრევენციული ზომების ფარგლებში მთავრობის მეთაურის დავალებით დღეიდან კარდაკარ თითოეულ ოჯახს შეამოწმებენ.

მარნეულსა და ბოლნისში არსებული სიტუაციის გადაღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ „მოამბის“ გადამღებ ჯგფებს, რა თქმა უნდა ისინი სპეციალური ეკიპირებით იმყოფებიან ტერიტორიაზე.

ლიკა ალელიშვილი მარნეულიდან.