ჩაკეტილი შესასვლელები და დახურული სავაჭრო ობიექტები. „კოვიდ 19“-ის გავრცელების შესაჩერებლად კარანტინია მარნეულსა და ბოლნისში.
ორივე მუნიციპალიტეტში ღამიდან აიკრძალა მოქალაქეების შესვლა და გამოსვლა. მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, სადაც მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფები და აკონტროლებენ სიტუაციას. პრევენციული ზომების ფარგლებში პრემიერის დავალებით დღეიდან კარდაკარ თითოეულ ოჯახს შეამოწმებენ. მარნეულსა და ბოლნისში არსებული სიტუაციის გადაღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ „მოამბის“ გადამღებ ჯგუფებს. რა თქმა უნდა, ისინი სპეციალური ეკიპირებით იმყოფებიან ტერიტორიაზე.
დავიწყოთ მარნეულით, სადაც ლიკა ალელიშვილი იმყოფება.