კაპიტოლიუმის შტურმი - შეფასებები თბილისში

კონგრესში განვითარებული ძალადობრივი სცენები განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. ხელისუფლების პირველ პირთა საერთო გზავნილია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე და დემოკრატიაზე შტურმი და თავდასხმა დაუშვებელია. ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების მიღმა ტრამპის პასუხისმგებლობას ხედავენ და არ გამორიცხავენ, რომ ძალაუფლების გადაცემამდე მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. პოლიტიკოსების მხრიდან არანაკლები გამოხმაურება მოჰყვა სენატორ ჯინ შაჰინის იმ განცხადებასაც, სადაც მან ვაშინგტონში მომხდარი მოვლენების შეფასების დროს პარალელი საქართველოში 2012 წლის ვითარებასთან გაავლო.

სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა პოლიტიკოსების შეფასებები.