კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - მამუკა მდინარაძის გამოხმაურება
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას გამოეხმაურა. „ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონპროექტი მიატოვოს და ლიბერალურ-დემოკრატიულ ტრაექტორიასა და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდეს“, – აცხადებენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და სენატორი როჯერ ვიკერი.
„ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს,“ – ამის შესახებ კი 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. ხელმომწერები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ პარლამენტში იმ კანონპროექტის დაბრუნების გამო, რომელიც გასულ წელს, მათივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უარყო.