კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ხელახლა ინიცირებული რეზონანსული კანონპროექტის გარშემო ისევ ხმაურია. მმართველ გუნდს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის უკან გაწვევისკენ ახლა უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ.
შესაბამისი განცხადება გაავრცელა 22-მა ევროპარლამენტარმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს. საკითხს ეხმაურებიან აშშ-ს ჰელსინკის კომისიაშიც. ოპოზიცია კი მმართველ გუნდს გასული წლის მძიმე მოვლენებსა და გაცემულ დაპირებას ახსენებს.
„ქართული ოცნება“ ამჯერად უკან დახევას აღარ აპირებს. პარტიის ლიდერებს უკვე რამდენჯერმე მოუწიათ განმარტების გაკეთება, რომ მათი საკანონმდებლო ინიციატივა რუსეთში მოქმედი კანონისგან მკვეთრად გასხვავებული და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში არსებული რეგულაციების ანალოგია.