კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები
სწორედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო მთავარი განსახილველი საკითხი ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დღევანდელ შეხვედრაზე. ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ინიციატივის მუხლობრივ განხილვაში შესვლას არ აპირებენ და მთავარ მოთხოვნად ისევ კანონპროექტის გაწვევას ასახელებენ.
ახლა ხელისუფლების ოპონენტები გეგმავენ, რა სახით დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და ვინ ჩაუდგება სათავეში პროტესტს. საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთას უნდა დაელოდონ.
პარალელურად, მმართველი პარტია ოპონენტებს საკითხის დეტალურად განხილვას და დისკუსიის გამართვას კიდევ ერთხელ სთავაზობს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, პროტესტის მიუხედავად, კანონპროექტის მიღებას აანონსებენ.
ნათია ქენქაძე დეტალებით.