„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში დაბრუნება შეფასებებისა და განხილვის მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია კანონპროექტის წინააღმდეგია და მის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს. მმართველი გუნდი კი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ არგუმენტებზე, რის გამოც პროექტის ინიცირება კიდევ ერთხელ გახდა საჭირო.