სადავო კანონპროექტს დეპუტატები დღეს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. პლენარული სხდომა ამ წუთებში იწყება. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.