კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

პარლამენტი კვლავ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით დავა და ხმაურიანი განხილვა გრძელდება. სიტყვით გამოსვლების პარალელურად იყო სიტყვიერი დაპირისპირებები. ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. მანამდე მოვისმინეთ ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკული შეფასებები. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, გაიწვიონ დოკუმენტი.

პროტესტის ნიშნად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. ოპოზიციის შემდეგ, ტრიბუნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დაეთმო. საკუთარ გამოსვლებში მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ დოკუმენტი არა რუსული, არამედ ქართულია და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს ემსახურება.

თეონა მანაგაძე დეტალებით.