მმართველი გუნდის ინიციატივას ოპოზიცია აკრიტიკებს. პარტიებისთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი შანტაჟად და არაკონსტიტუციურ ქმედებად აღიქვამს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამან ჩიხში შესული მოლაპარაკებების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.
დღეს ოპოზიცია მორიგ შეკრებას გამართავს და საკუთარ სტრატეგიაზე იმსჯელებს.