პარლამენტი დაჩქარებული წესით განაგრძობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ მომზადებული კანონის პროექტის განხილვას.
ხმაურის ფონზე წარიმართა ადამიანის უფლებებისა და პროცედურულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. კომიტეტებმა პროექტს მხარი დაუჭირეს. განხილვას დაესწრო სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია. ის პროექტს სამსახურის დასჯად აფასებს მისი დამოუკიდებლობისთვის. კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მან დასრულებამდე დატოვა. ოპოზიცია განხილვის შეჩერებას მოითხოვს. საკითხი ახლა იურიდიულმა კომიტეტმა უნდა განიხილონ, ხვალ კი უმრავლესობა მის კენჭისყრას გეგმავს.
ნოდარ ჩაჩუა მუშაობს პარლამენტში.