კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს ხვალ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტი ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას. ოპოზიციური სპექტრის განმარტებით, კანონპროექტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. საპარალამენტო უმრავლესობა კი განმარტავს, რომ კანონის მიღების საბოლოო ამოცანა იდენტობისა და მომავალი თაობების დაცვაა ლგბტ პროპაგანდისგან.