კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი უკვე დარეგისტრირებულია და განხილვისათვის ოთხ კომიტეტს გადაეცა. ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის და სქესის შეცვლის პროცედურებს, ასევე ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას. ოპოზიციის ნაწილის განმარტებით, კანონპროექტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და დისკუსიაში მონაწილეობის არ აპირებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საყოველთაო სახალხო განხილვებმა საზოგადოების მხარდაჭერა უმრავლესობის ინიციატივის მიმართ, ნათლად დაადასტურა.