კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტს დღეს იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტი ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებსა და ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.
ოპოზიციური სპექტრის განმარტებით, კანონპროექტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. საპარალამენტო უმრავლესობა კი განმარტავს, რომ კანონის მიღების საბოლოო ამოცანა იდენტობისა და მომავალი თაობების დაცვაა.