კანონპროექტი ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
პარლამენტში კიდევ ერთი რეზონანსული კანონის განხილვა განახლდა.
მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანენ და კენჭს უყრიან პროექტს, რომელიც ოჯახური ღირებულებებისა და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით არის ინიცირებული. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვებში ოპოზიციის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს. ოპონენტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს იურიდიულ კომიტეტში გამართულ დღევანდელ მოსმენასაც, სადაც პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი. ერთნაირ სქესიანთა ქორწინების აკრძალვა, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული მანიპულაციების არ დაშვება, გასხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებისთვის შეზღუდვები შვილად აყვანაზე და რეგულაციები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებულ ამ და სხვა რეგულაციებს ოპოზიციის დიდი ნაწილი წინასაარჩევნო კონტექსტში განიხილავს.