პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიულ ვერსიაზე მსჯელობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცვლილებებს ამ წუთებში პირველი მოსმენით განიხილავს. პროექტის მიმართ კითხვები ჰქონდა როგორც ოპოზიციას, ასევე „ქართულ ოცნებას“. ოპოზიციის ნაწილი ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს, უმრავლესობა აცხადებს, რომ ალტერნატიული ვერსია ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ცვლილებებით, პირს ოლიგარქად საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს ან პარლამენტი. პროექტი ითვალისწინებს ოლიგარქთა რეესტრის შექმნას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.