პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობას იწყებს. იურიდიულ კომიტეტში დღეს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტისა და ევროპელი ექსპერტების შენიშვნებს განიხილავენ.
საუბარია ორ ალტერნატიულ დოკუმენტზე, ერთი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, მეორე „ნაციონალურ მოძრაობას“. ოპოზიციის ნაწილი აკრიტიკებს მმართველი გუნდის პროექტს, „გირჩში“ კი ზოგადად ამ ცვლილების მიღების აზრს ვერ ხედავენ. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ მზად არიან, გაითვალისწინონ რეკომენდაციები.
შეგახსნებთ, ვენეციის კომისიის შენიშვნები ქვეყანამ მარტში მიიღო, სადაც სისტემურ ცვლილებებსა და ინდივიდუალური მიდგომებით კონკრეტულ რჩევებზეა საუბარი.