იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება განიხილება, რომელიც ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციურ გაძლიერებას ეხება. პროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას, ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურებს კი საკონკურსო კომისია შეარჩევს და პრემიერს წარუდგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებიდან ერთს შეარჩევს და თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დანიშნავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ბიუროს ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.