„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის კანონპროექტს“ დღეს სავარაუდოდ, მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე განიხილავენ. მმართველი გუნდის განცხადებით, დოკუმენტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას, რაზეც ოპოზიციას განსხვავებული მოსაზრება აქვს. ოპონენტების ძირითად უკმაყოფილებას ის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც 2019 წლის ივნისის მოვლენების დროს დანაშაული ჩაიდინეს და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან კონსულტაციების კიდევ ერთხელ გამართვას არ გამორიცხავს.