რამდენი პატიმარი დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას?- პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებამდე კანონმდებლები სხვადასხვა ინიციატივაზე გამართავენ მსჯელობას. მაგალითად, სახალხო დამცველს აქვს რეკომენდაცია, რომ ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლება აღკვეთილ პატიმრებთან დაკავშირებითაც, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა. ომბუდსმენი დეპუტატებს ასევე ურჩევს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ოჯახური ძალადობისთვის გასამართლებული პირების გათავისუფლებისას და გაითვალისწინონ განუკურნებელი დაავადების მქონე მსჯავრდებულთა მდგომარეობა.