კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან, 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა, სასჯელს მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდებათ.