აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტი კანონპროექტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას მოიცავს. მათ შორის საუბარია მედიის თავისუფლებაზე, საარჩევნო რეფორმის ეფექტიანად განხორციელებაზე, ოპოზიციური პარტიების უფლებებსა და ქვეყანაში ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვაზე.
კანონპროექტთან დაკავშირებულ ანგარიშს პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.