საქართველოს შემდეგ უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონპროექტი კანადაში მიიღეს.
დოკუმენტი პოლიტიკურ და სამთავრობო პროცესებზე არასასურველი გავლენის პრევენციას და სისხლის სამართლებრივ დებულებებსაც ითვალისწინებს. ასევე, შეიქმნება სპეციალური რეესტრიც, სადაც უცხოური ჩარევის თავიდან აცილების მიზნით გარკვეული პირები უნდა დარეგისტრირდნენ.
კანადის სენატის გადაწყვეტილებამ სადავო კანონის გარშემო პოლიტიკური დისკუსია გაააქტიურა საქართველოში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კანადის მაგალითმა კიდევ ერთხელ ცხადყო კანონის მიღების აუცილებლობა. მმართველ გუნდში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ რამდენიმე ქვეყნაში მიღებულ კანონზე აკეთებენ აქცენტს და ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებენ. უცვლელია ოპოზიციის პოზიციაც, სადაც საქართველოში მიღებულ კანონს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის მთავარ დაბრკოლებად აცხადებენ.