„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ხვალ მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა. მისივე თქმით, ინიციატივა ეხება ნარკოდანაშაულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ნარკოტიკების გასაღებას ეხება.