კანის კინოფესტივალი

ბერლინალეს შემდეგ კანი. კინოფესტივალების სეზონის ესტაფეტა გერმანიისგან, საფრანგეთს გადაეცემა. კანის 72-ე საერთაშორისო ფესტივალი სტარტს 14 მაისს აიღებს. ფრანგულ რივიერაზე მზადება უკვე დაწყებულია, ცნობილია ჟიურის თავმჯდომარის ვინაობაც და ის რამდენიმე ფილმიც, რომელიც ოქროს პალმის რტოს მოპოვებას შეეცდება. უახლოეს დღეებში 2019 წლის ფესტივალის პოსტერიც გამოქვეყნდება, რომელიც კინოკონკურსის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.