კინოსამყარო წლის ერთ-ერთი მთავარი სანახაობის და მსოფლიო კინოპრემიერების მოლოდინში.
მაისში საფრანგეთის საკურორტო ქალაქი კანი კინოვარსკვლავებს კიდევ ერთხელ მოუყრის თავს. 76-ე ფესტივალზე „ოქროს პალმის რტოსთვის“ 19 ფილმი იბრძოლებს.
ფესტივალს ფილმი „ჯეინ დუ ბარი“ გახსნის, რომელშიც ერთ- ერთ მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს. წითელ ხალიჩაზე ასევე გამოჩნდებიან ყველასთვის საყვარელი და ცნობილი მსახიობები, მათ შორის ტომ ჰენქსი, მარგო რობი, სკარლეტ იოჰანსონი, ნატალი პორტმანი, ჯულიანა მური და სხვები.
კანის ფესტივალი 16-დან 27 მაისის ჩათვლით გაიმართება.