კინოსამყაროს კიდევ ერთი მთავარი მოვლენა.
კანი 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. გახსნის ცერემონიაზე ვარსკვლავებს შორის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ფრანგი მსახიობი, კატრინ დენევი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი გამოსვლა უკრაინას მიუძღვნა და ცნობილი უკრაინელი პოეტის ლექსიც წაიკითხა.
წლევანდელი ფესტივალი ფრანგული ფილმით გაიხსნა, რომელშიც მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს. ყოფილ მეუღლესთან მიმდინარე სასამართლო პროცესის შემდეგ ეს მსახიობის პირველი მასშტაბური პროექტია. მთავარი პრიზის, „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად სულ 19 ფილმი იბრძვის. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულების ვინაობა 27 მაისს გაირკვევა.