კანდიდატის წარდგენა

„ქართულმა ოცნებამ“ სამცხე – ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა.

მმართველმა გუნდმა სამველ მანუკიანი ნინოწმინდის მოსახლეობას წარუდგინა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.