ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა განაცხადა: „კარგი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. ჩვენ შევაფასეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც ეხება 12 ძირითად პრიორიტეტს. ყოველივე ეს იქნება საქართველოს გაფართოების ანგარიშში. საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“.
ოლივერ ვარჰეის ამ განცხადებას დღეს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.