საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე რჩება. მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 15 დეკემბერს – ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან პოზიტიური და მხარდამჭერი გზავნილებია.
ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი ტარდება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და სხვა ევროპულის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის ხვდება.