ოქტომბერ-დეკემბერი – სუს-ის ინფორმაციით სწორედ ამ პერიოდში იგეგემება საქართველოში არეულობა. გათვლა კი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის უარყოფით დასკვნაზე კეთდება. უწყების ცნობით, სწორედ სტატუსზე უარყოფითი პასუხი უნდა გახდეს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების დამხობის საფუძველი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაგეგმილი არეულობის ორგანიზატორად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული რამდენიმე პირი ჰყავს დასახელებული. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არეულობას თბილისში ყოფილი სახელისუფლებო პარტია გეგმავს და ძალაუფლების დაბრუნებაც, არჩევნების გარეშე ძალადობრივი ფორმებით აქვს გადაწყვეტილი.
მმართველი პარტიის ბრალდებები ადრესატებისთვის არასერიოზულია და მიმდინარე გამოძიებას სხვა პოლიტიკური პროცესების გადაფარვის მცდელობად აფასებენ.